|
2017-07-13 11:34:30, 2613 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: გამოწვევების მიუხედავად, მჯერა, ჩვენი ხალხის ოცნება, ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ახდება
„ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭიროება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ ევროპულმა პროექტმა ბევრ ისტორიულ ქარტეხილს, გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, კონფლიქტების დეესკალაციასა და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა -მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არ არსებობა“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიის გზაზე ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციაზე ისაუბრა. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასეულათასობით მოქალაქეს ეზღუდება ფუნდამენტური უფლება, არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში. გამოწვევების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)