|
2017-07-12 22:08:34, 1309 ნახვა
სპეციალური ანონსი
13 ივლისის ანონსი
10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში“ მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გაიხსნება. 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავს. 13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“ სამუშაო ჯგუფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. 15:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად, აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდება და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს განიხილავს. 16:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნება. 18:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, “ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა” და თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი “ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის - “არ პი ელ“ (RPL) - საქართველოს ექიმთა საზოგადოების“ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)