|
2017-07-12 16:35:33, 1005 ნახვა
რეგიონი
DCFTA იმპლემენტაციის ფარგლებში შუახევში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტში დღეს კერძო და საჯარო სექტორთან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ჭრილში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერებაა. შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა. შეხვედრის მონაწილეებმა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტებზე, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე ის გამოწვევები რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა უკეთ იქნას გამოყენებული DCFTA-ს შესაძლებლობები და ხელი შეეწყოს დასაქმებას. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ევროპული პროექტის ,,ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა" მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)