|
2017-07-11 15:38:12, 2975 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიშველაძე: კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა, არსებული პროექტის შეჩერებაა
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერებაა“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშველაძის თქმით, საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელს არ შეუწყობს. „კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ კონსენსუსის მისაღწევად იმ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებაა, რომელიც უკვე განსაზღვრა მთელმა საზოგადოებამ. ესენია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა, მოსამართლეების დანიშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი. საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში ასევე, სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ცხადდება მზაობა კონსენსუსისთვის, მორე მხრივ კი, ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის. პრინციპული ცვლილებების გარეშე კი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა და კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, ვერ მოხდება“,-განაცხადა მიშველაძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)