|
2017-07-11 11:56:21, 2360 ნახვა
სამართალი კომენტარი
გამზარდია: ჩემი პოზიციები უცვლელია - შესაძლოა, საქმე გვქონოდა პატრიარქის ლიკვიდაციის თემასთან
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელიც დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, აცხადებს, რომ საქმესთან შეხება არ აქვს. გამზარდიასთვის გასაკვირია, რატომ იკითხება მიმდინარე საქმეზე, რომელიც ეხება შორენა თეთრუაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თემას, რადგან თავად განცხადება პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე გააკეთა. ამასთან, მისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი საკითხი ერთმანეთს. გამზარდიამ განმარტა, რომ საზოგადოებრივი პროცესების ანალიზი მისი საქმეა და გარკვეული მოსაზრებები ჩამოაყალიბა, რომელიც პატრიარქს ეხებოდა. "სავარაუდოდ, ეს უფრო პროცედურული ნაწილია. მე გარკვეული მოსაზრებები მოვლენების განვითარებამდე გამოვთქვი, ალბათ სასამართლოს აინტერესებს პატრიარქთან მიმდინარე თემებზე მე საიდან გამიჩნდა ეს პოზიცია. თუმცა, მე ვრ სასამართლოზე დაბარებული რომელიც ეხება მამალაძის საქმეს, მაგრამ ჩემი მოსაზრებები არც ერთი მამალაძის თემას არ ეხება. ჩემი პოზიცია იყო პატრიარქთან მიმართებაში და საინტერესოა, მიმდინარე სასამართლო თუ აისახება იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც მე ვსაუბრობდი, იმიტომ, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილი. ვნახოთ თუ გამოადგებათ ჩემი ჩვენება. რაც მე აქამდე გამოვხატე ჩემი პოზიციები არ შეცვლილა, რომ საქმე შესაძლოა გვქონოდა პატრიარქის ლიკვიდაციის თემასთან. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, მე ვიტოვებ უფლებას, როგორც მოქალაქე, ჩემი მოსაზრება მქონდეს. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი ამ ყველაფრის დეტალია“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)