|
2017-07-11 11:44:22, 2827 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ხელისუფლება თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან მიმართებაში
„ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან და ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას და მის ტერიტორიულ მთლიანობას ნაკლები ზიანი მიადგეს. „ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან და ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში. ამის გამოვლინება და ამის შედეგი ჩემი აზრით არის სწორედ ისეთი დესტრუქციული განცხადებები, რომელსაც აკეთებს მაგალითად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ ნებისმიერი უმაღლესი დონის წარმომადგენელი, ძალიან სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, ვიყოთ თანმიმდევრულები, ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები და გადავდგათ ყველა ნაბიჯი, ოღონდ სწორი, გონივრული ნაბიჯი იმისათვის, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს წინ გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები დეოკუპაციის თვალსაზრისით, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ამასთან, მინისტრმა „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტსა და დუმის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. დოლიძეს არ მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიზიტი რაიმეს მომტანია. „საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი - არსებობს ხელშეუხებელი, ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფუნქციური მოლაპარაკებების ფორმატი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც ჰქვია ჟენევის დისკუსიების ფორმატი და მეორე - კულტურულ ჰუმანიტარული და ეკონომიკურ საკითხებზე ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი. სხვა მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ ფორმატს ნამდვილად ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი რაიმეს მომტანია“, - აღნიშნა დოლიძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)