|
2017-07-07 14:35:18, 2286 ნახვა
სამართალი
მამალაძის ადვოკატი: თეთრუაშვილის ექიმის თქმით, სამკურნალო მალამოში გველის შხამი არ გამოუყენებია
მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, დღეს დაიკითხნენ საპატრიარქოს ოქრომჭედლები და სხვა პირები, რომლებსაც რეალურად საქმესთან შემხებლობა არ აქვთ. როგორც მეხრიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ოქრომჭედლებმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნეს, რომ თავად ციანიდს არ იყენებენ. მეხრიშვილი ამბობს, რომ ისინი ვიწრო სპეციალიზაციის ოქრომჭედლები არიან და ამზადებენ მხოლოდ სამაჯურებს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. "დაიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც განსახილველ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ. იცით, რომ მამა გიორგი მამალაძეს ორი ბრალდება აქვს წაყენებული და არც ერთ ბრალდებასთან შეხება არ აქვთ. არიან ოქრომჭედლები, რომლებიც ამბობენ, რომ ციანიდს თვითონ არ გამოიყენებენ. არიან ვიწრო სპეციალიზაციის ოქრომჭედლები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწრო შეხება ამ საკითხთან. ამზადებენ მხოლოდ სამაჯურებს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და არანაირი სხვა ფართო შემხებლობა არ აქვთ. საპატრიარქოს ოქრომჭედლები არიან, შიგნით საპატრიარქოში არის პატარა საოქრომჭედლო", - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, საპატრიარქოს აქვს სხვა საოქრომჭედლო სახელოსნოებიც, უფრო დიდი და მოცულობითი. ადვოკატის განმარტებით, დღეს დაკითხულმა ოქრომჭედლებმა აღნიშნეს, რომ აქვთ ინფორმაცია იყენებენ თუ არა იქ ციანიდს რაღაც ფორმით. გარდა ამისა, პაატა მეხრიშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ექიმი. "რომელმაც თქვა, რომ ვუმკურნალე თეთრუაშვილს მოტეხილ ფეხზეო. მალამო გამოვიყენე, რომელშიც არ გამომიყენებია არც ციანიდი და არც რომელიმე გველის შხამიო. ეს არ გამორიცხვას იმას, რომ საერთოდ არ გამოიყენება გველის შხამი ამ მალამოებში. იმიტომ, რომ დაკითხული იყო სხვა მოწმე ექიმი, რომელმაც თქვა რომ, გამოიყენება. აფთიაქშიც კი, იყიდება რაღაც სხვა წამლების შემცველობასთან ერთად", - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)