|
2015-04-21 19:17:38, 1261 ნახვა
საზოგადოება
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. წელს დედამიწის დღე 45-ედ აღინიშნება და მისი მთავარი თემაა „კლიმატის ცვლილების სახე“ - ექსტერმალური ამინდი, დაკარგული სახეობები,დაბინძურებული გარემო - ჩვენი დღევანდელობა. ყოველი წლის 22 აპრილს ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის, 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. დედამიწის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. 22 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში დედამიწის დღის აღსანიშნავად გაიმართება დარგვის აქცია. ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრება. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე შემუშავებული პოსტერების გამარჯვებულების დაჯილდოება და გარემოსდაცვის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა. ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა“ მიერ. დედამიწის დღის დამფუძნებლად ამერიკის შტატების სენატორი გაილორდ ნილსენი ითვლება, როდესაც ის და მთელი ქვეყანა 1969 წელს ნავთობის მასიური დაღვრის მოწმე გახდნენ. დედამიწის დღის პირველმა აღნიშვნამ საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების გარემოსდაცვითი სააგენტოს ჩამოყალიბებასა და სუფთა ჰაერის, სუფთა წყლისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აქტების გასვლას სენატში. 1990 წლის დედამიწის დღემ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეორად გადამუშავებისკენ მიმართულ ინიციატივებს მსოფლიოს მასშტაბით და საფუძველი ჩაუყარა 1992წლის რიო-დე-ჟანეიროს გაეროს ეგიდით ჩატარებულ ე.წ დედამიწის სამიტს.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)