|
2017-07-05 22:18:46, 1212 ნახვა
სპეციალური ანონსი
6 ივლისის ანონსი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორმა თბილისის“ საქმეზე კერძო საჩივარს წარადგენს. 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე მუშაობს, შემუშავებულ კონცეფციას წარადგენს. მის: შოთა რუსთაველის გამზ. N29, სასტუმრო ”ბილტმორი”. 6 ივლისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური პარტია "გირჩი", თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მის: ალ ყაზბეგის #46ა (ქავთარაძის გუდვილის პირდაპირ) 11:30 საათზე, პოლიტოლოგი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, “თავისუფალი საქართვლოს” წარმომადგენლები საგარეჯოში, ხუთსულიანი ოჯახის გამოსახლების ფაქტს ადგილზე გააპროტესტებენ. 12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას კლინიკა „მედალფაში“ მონიტორინგს პირადად გაუწევს. 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „PH International - საქართველოს“ ხელმძღვანელებს და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე მოსწავლეებს საკრებულოში მიიღებენ და მადლობის სიგელებს გადასცემენ. 14:00 საათზე, სასტუმრო "მუზეუმში" საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს სამუშაო რეჟიმში შეხვდება.
15:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებელის წინააღმდეგ ბლოკის „თავისუფალი დემოკრატები -რესპუბლიკელები“ საჩივარს განიხილავენ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას ეხება. განხილვას პარტიების ლიდერები დაესწრებიან. 20:00 სთ-ზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის - მომვლის მზე“ პრეზენტაცია შედგება. საღამო, ქართველი მომღერლებისა და ქართული მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. მის: თბილისი, კუს ტბის გზის დასაწყისი 1
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)