22:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 16:29:04, 2857 ნახვა

სამართალი
5 დღეში ვარდების მოედანზე მდებარე ბარებიდან გადამოწმების მიზნით, პოლიციაში 147 პირი მიიყვანეს, მათგან 2 დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის  აღკვეთის და პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ბარში ღონისძიებები განახორციელა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი, ასევე 56 მამაკაცი, მათ შორის 15 ქართველი და 41 უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიყვანეს.

„პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შს სამინისტრომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს:

71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ - 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 - ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე. მიმდინარე წლის 30 ივნისს, ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც წარდგენილნი არიან სასამართლოში“,-აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics