|
2017-07-04 19:27:02, 2611 ნახვა
სამართალი
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ვადა ამოიწურა - დეკანოზი პატიმრობაში რჩება
მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ორთვიანი ვადა ამოიწურა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. დაცვის მხარე დეკანოზის პატიმრობაში დარჩენის საფუძველს ვერ ხედავს. ადვოკატებმა მოსამართლეს მამა გიორგი მამალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული საკითხი უარყოფითად გადაწყვიტა. „ავტომატურად მოხდა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა. დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, რათა გათავისუფლებულიყო მამა გიორგი მამალაძე გირაოთი. მზად ვიყავით დეკანოზს სახლი ჩაედო, სადაც მისი სამი მცირეწლოვანი შვილი და 12 ადამიანი ცხოვრობდნენ და ქუჩაში არ დატოვებს მათ. გიორგი მამალაძეს მიმალვის საფუძველი არ აქვს, რადგან საქმეზე მართლდება. სამწუხაროდ, დღეს არ გადაწყვიტა აღკვეთის ღონისძიების საქმე დადებითად მოსამართლემ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, უახლოეს პროცესებზე თვითონ მივა მოსამართლე იმ დასკვნამდე, რომ შემოდგომამდე არაა დალოდება აუცილებელი გირაოს შესაფარდებლად, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, არცერთი ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენებით არ იკვეთება, რომ მამა გიორგი მამალაძე ვინმეს მკვლელობას ამზადებდა. ე.წ. ციანის საქმეზე მომდევნო პროცესი 7 ივლისს, 11:00 საათზე, კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)