|
2017-07-04 18:22:23, 2619 ნახვა
ეკონომიკა
ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალის ნაწილს „თიბისი დაზღვევა“ აანაზღაურებს
ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ეკუთვნოდა, შპს „გუჯუჯს" თიბისი დაზღვევაში იყო დაზღვეული. კოპმანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც ანაზღაურების გაცემა დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ზარალის ზუსტი მოცულობის დადგენა. შპს „გურუჯს", რომელიც აერთიანებდა 30-მდე მაღაზიას, დაზღვეული ჰქონდა როგორც ქონება, ისე ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის რისკიც, რაც იმედს იძლევა, რომ დაზარალებულებს მაქსიმალურად შეუმცირდებათ მიყენებული ზიანი. შეგახსენებთ, რომ თიბისი დაზღვევაში ქონების დაზღვევისას ბიზნესს შეუძლია შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. ასევე შესაძლებელია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას, ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)