|
2015-04-21 16:57:37, 971 ნახვა
სამართალი
ნინო მიქიაშვილი საყდრისთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძეს მიმართავს
ჟურნალისტი, საყდრისის მცველი ნინო მიქიაშვილი საყდრისთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მოსამართლე ნინო ბუაჩიძის კომპეტენციით დაინტერესდეს. ამის შესახებ ნინო მიქიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ამ დრომდე მოსამართლემ ვერ მოიცალა, რომ აღნიშნული საქმის გადაწყვეტილებისთვის ხელი მოეწერა. „თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა ჩემი, მამუკა ნოზაძის, ირაკლი ლომიძის და გაიოზ მეხრიშვილის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ეს მოხდა 14 აპრილს. ამის შესახებ მე მოსამართლის თანაშემწემ საღამოს 7 საათზე დიდი ბრძოლის შემდეგ მითხრა სიტყვიერად, რომ ჩემი საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და დაბრუნდა პირველ ინსტანციაში განსახილველად. დღეს არის 21 აპრილი დღემდე ამ მოსამართლემ ვერ მოიცალა, რომ ხელი მოეწერა ამ გადაწყვეტილებისთვის. როგორც იქნა დღეს ხელი მოაწერა, მოვედი სამ საათზე. ერთი საათია აქ ვდგავარ და დავინტერესდი დღეს ჩაბარდებოდა თუ არა მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საყდრისთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება.მოკლედ, მოსამართლის თანაშემწემ მითხრა, რომ ეს პარასკევამდე ვერ მოესწრებაო , იმიტომ რომ სამშაბათს და პარასკევს გადის საკურიერო სამსახური. შიდა ტელეფონით დავიწყე გარკვევა, სამსახურმა მითხრა, რომ ჩვენ ხვალაც შეგვიძლია წავიღოთ თუ დღეს მოგვაწვდის მოსამართლე ჩამოიტანს ჩვენამდეო. ხელმეორე დავურეკე და ვკითხე, რატომ არ ჩაგაქვთ მეთქი ხომ შეგიძლიათ დღესვე გამოიტანოთ გადაწყვეტილება იმანაც ხმას აუწია და მითხრა მეო თქვენ იცითო საქმესთან ერთად უნდა ჩავიტანოო. საქმეს, რომ ხელი მოჰკიდოს, ქვევით ჩაიტანოს ამის გაკეთებას რა უნდა? მაგრამ, როგორც ჩანს სპეციალურად წელავენ და იქცევიან უნამუსოდ მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი და თავისი თანაშემწე ნინო ჭუმბურიძე. შეგნებულად არ ჩამოაქვთ კანცელარიაში საქმე, რომ დროულად წავიდეს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე. იმიტომ რომ ეს მაინცდამაინც გულზე არ დაეხატა არ ემ ჯი გოლდს და ნიკა ანთიძეს ეს გადაწყვეტილება და მაქსიმალურად წელავენ. პარასკევს, რომ მივა ნინო ბუაჩიძე , მერე შაბათ-კვირა მოდის მერე კიდევ გაიწელება დროში და ამასობაში არ ემ ჯი გოლდი საყდრის მოასწორებს მიწასთან. პირადაპირ მივმართავ ნინო გვენეტაძეს, რომელიც ცნობილია, როგორც სამართლიანი ადამიანი . ვიმედოვნებ, რომ სულ ასე გაგრძელდება, რაც თავის თანამდებობაზე იქნება. დაინტერესდეს რატომ იქცევა ასე მოსამართლე თავისი კომპეტენტციის ფარგლებში, რაც შეეძლო დამეხმარა ნანა ვასაძე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ მეტის გაკეთება არ შეუძლია. რა უნდა ხელი მოჰკიდონ და ეს საქმე ჩაიტანონ კანცელარიაში“,-განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)