|
2017-07-04 12:17:24, 2717 ნახვა
ეკონომიკა
H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში შემოდგომაზე, „გალერია თბილისში“ გაიხსნება
H & M Hennes & Mauritz AB (H&M) თბილისის პირველი მაღაზიის კარს „გალერია თბილისში“, 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის. სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს შესთავაზებს ტრენდულ სამოსსა და ხარისხს საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. „ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში. პირველ თბილისურ მაღაზიაში უახლესი, ხელმისაწვდომი ტრენდებისა და ყველა სეზონის ფავორიტი Basics-ის ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები იქნება. H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. ქალების კოლექცია შემოდგომას განსაკუთრებული მრავალფეროვნებით შეეგებება. მნიშვნელობა არ აქვს, გლამურს ეძებთ თუ კომფორტს, 80-იანები გხიბლავთ თუ 90-იანები, ქალური სტილი გიზიდავთ თუ ტომბოის შარმი – ეს სეზონი ყველანაირი გემოვნების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მამაკაცები კი პერსონალურ სტილს მოირგებენ – კოლექცია მიმზიდველ და პრაქტიკულ ტანისამოსს გააერთიანებს და თანამედროვე მამაკაცებისათვის სრულყოფილ გარდერობს შექმნის.
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)