|
2015-01-14 16:59:57, 1809 ნახვა
პოლიტიკა
კვერენჩხილაძე: ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენება, სიმბოლური დატვირთვის ვერ იქნება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის, განცხადებით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება, სიმბოლური დატვირთვის ვერ იქნება. როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის, უწყებებს შორის კოორდინაციისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პროცესისათვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მოხსენების შინაარსით დაინტერესებული იყოს. "სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, სიმბოლური დატვირთვის და შინაარსის მატარებელი ვერ იქნება. შესაბამისად, სახელმწიფოებრივი განითარებისთვის, სახელმწიფო ორგანოებს შორის გარკვეული კოორდინაციის პროცესისთვის, ინსტიტუციური თანამშრომლობის პროცესისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამ მოხსენების შინაარსით დაინტერესებული იყოს. კონსტიტუციითვეა გათვალისწინებული, რომ მოხსენება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებითაა",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არაა, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას დაესწროს. მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სიმბოლურია და მინისტრებისა და პრემიერის იმ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საჭიროდ არ მიაჩნია. აღსანიშნავია, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)