12:11 - 17 Aug, 2026
|
2017-07-03 17:12:21, 2262 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მედიასთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე მედიასთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არ საუბრობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. „სამომავლო გეგმების თაობაზე მოგვიანებით, დეტალურად მოგახსენებთ“,-აღნიშნა ვასილ მშვენიერაძემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩია. ის ამ პოზიციაზე დღეიდან იქნება დანიშნული. საბჭოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს ვასილ მშვენიერაძის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს და ის ამ პოზიციაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)