21:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 10:56:34, 2216 ნახვა

სამართალი
ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ფარული კადრების საქმეზე ბრალდებული 5 პირი - გივი კაციტაძე, ვასილ ლელუაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, დიმიტრი თათრიშვილი, და რევაზ შიუკაშვილი სსკ-ის 33-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.

კიდევ ერთ ბრალდებულს, გიგლა შიუშვილს სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და გაამართლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვასილ ლელუაშვილს სასჯელის სახით 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გივი კაციტაძეს 5 წლითა და 3 თვით, დიმიტრი თათრიშვილს ასევე 5 წლითა და 3 თვით, ირაკლი ყიფშიძესა და რევაზ შიუკაშვილს კი 4  წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ირაკლი ყიფშიძე და რევაზ შიუკაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. გივი კაციტაძე და დიმიტრი თათრიშვილი იძებნებიან.

შეგახსენებთ, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები - ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, ირაკლი ყიფშიძე და გიგლა შიოშვილი ამ საქმეზე ერთ წელზე მეტია ბრალდებულები არიან. 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ლელუაშვილის გარდა, ყველა მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეზე გამოძიება 2016 წლიდან მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქმე ეხება 4 პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებას, საიდანაც 2 პოლიტიკური ფიგურაა. საუბარია 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებულ, უკანონოდ მოპოვებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე. ბრალდების მტკიცებით, პოლიტიკოსების ფარულ გადაღებას კუდ-ი 2012 წლის არჩევნებამდე ახორციელებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics