|
2017-06-29 14:47:50, 2376 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ლილი გელაშვილმა დაკითხვისას თქვა, რომ არ იცის, ამზადებდა თუ არა დეკანოზი თეთრუაშვილის მკვლელობას
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ლილი გელაშვილმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ არ იცის, ამზადებდა თუ არა დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამასთან, ფანცულაიას განმარტებით, ლილი გელაშვილმა მის კითხვას - „როდესაც ურჩიეთ ირაკლი მამალაძეს მიემართა პროკურატურისთვის, ხომ არ გქონდათ ეჭვი, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართა რაიმე მზადდებოდა“, უპასუხა, რომ მსგავსი ეჭვი არ ჰქონია. „ლილი გელაშვილმა გაიმეორა ის, რასაც ვამბობდით. ჩემს კითხვაზე, ამზადებდა თუ არა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას შორენა მამალაძე, მისი პასუხი იყო „არ ვიცი“. ასევე, კითხვაზე - „როცა ურჩიეთ ირაკლი მამალაძეს მიმართა პროკურატურისთვის, ხომ არ გქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა შორენას მიმართ რაიმე მზადდებოდა“, მითხრა, რომ მსგავსი ეჭვი არ ჰქონია. კიდევ უფრო მეტი კითხვაც დავუსვით, მაგალითად გადაამოწმეთ თუ არა როდესაც პროკურატურისთვის მიამართინეთ მას ციანიდი რისთვის სჭირდებოდა, თქვა, რომ არ გადაუმოწმებია“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ და დასძინა, რომ ბრალდება, რომელიც მამა გიორგი მამალაძის მიმართ არის წარდგენილი, არათუ დამტკიცდა, არამედ შესუსტდა", - აღნიშნა ფანცულაიამ და დასძინა, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი არ დასტურდება. გარდა ამისა, გიორგი ფანცულაიას თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ირაკლი მამალაძის მეგობრებიც, რომლებიც წინასწარი გამოძიების ჩვენებაში საუბრობენ, მასთან ახლო ურთიერთობაზე და კარგად ახასიათებენ მას, „თუმცა კითხვების დასმისას აღმოჩნდა, რომ ირაკლი მამალაძის თაობაზე ელემენტარული რაღაცები არ იცოდნენ“.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)