|
2017-06-29 11:50:35, 2454 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ირაკლი მამალაძემ არ დაადასტურა, რომ დეკანოზს იარაღი სახლში თავად შეანახინა, თუმცა მის კითხვებს ვერ პასუხობდა
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდების მხარის იმ მოწმეებს, რომლებსაც ბრალდებულის ბარგთან შეხება ჰქონდათ, არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. გიორგი ფანცულაიას თქმით, ბარგთან დაკავშირებით ბევრი სამართლებრივი და დაუსაბუთებელი კითხვის ნიშანი არსებობს. კერძოდ, როგორც ადვოკატმა განმარტა, კითხვებია, თუ როგორ მოხდა ბრალდებულის ბარგის ამოღება, მისი დალუქვა და გარკვეული პირების მიერ ბარგში ციანიდის მოთავსება. „თუ პროკურატურა იმ პოზიციაზეა, რომ ისინი კვლავ თავის პოზიციას გაამყარებენ, ამ პოზიციაზე ისინი არიან ყველა მოწმის დაკითხვის წინ, მაგრამ დაკითხვის შემდეგ ეს პოზიცია ნაკლებად აქვთ, რადგან მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. დღეს თუ იქნებიან ის პოლიციელები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც მოწმეთა სიაში არიან შეყვანილი და შეხება აქვთ ბარგთან, მათ არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა“,-აღნიშნა ფანცულაიამ. რაც შეეხება იარაღს, ადვოკატის განცხადებით, გიორგი მამალაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას იარაღი სახლში ირაკლი მამალაძემ შეანახინა. „სთხოვა მას, როგორც მოძღვარს, იარაღი შეენახა“,-განმარტა ფანცულაიამ და დასძინა, რომ ირაკლი მამალაძემ ეს ფაქტი დაკითხვისას არ დაადასტურა, თუმცა „ის ვერ სცემდა დეკანოზის მიერ დასმულ კითხვებს პასუხს“. ფანცულაიას შეფასებით, აღნიშნული მოსამართლისთვის ძალიან მნიშნელოვანი გარემოება უნდა იყოს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)