|
2015-04-21 12:57:12, 1192 ნახვა
სამხედრო
საბრძოლო ზონიდან დაღუპული ქართველი მეომრის გამოყვანა მისი ცხედრის დანაღმვის გამო ვერ ხერხდებოდა
სააგენტო "ექსპრესნიუსს" უკრაინიდან ოქსანა პინჩუკი დაუკავშირდა, რომლის ძმა და მეუღლე ფრონტზე იბრძვიან და თვითონ კი ზურგიდან ეხმარება უკრაინულ არმიას. მან "ექსპრესნიუსს" მიაწოდა ინფორმაცია, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა შიროკინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ჯანელიძის, ცხედრის გამოყვანა. "წითელი ჯვრის თხოვნის შედეგად მიცვალებულის გამოყვანის დროს, რუსმა მკვლელებმა მიცვალებულის სხეული დანაღმეს. ცხედარი დანაღმეს, ეს ხალხია? ჩვენები რატომღაც დუმან და ამ ფაქტის შესახებ არაფერს ამბობენ", - აცხადებს "ექსპრესნიუსთან" საუბარში ოქსანა პინჩუკი. შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი ცხედარი დნეტროპეტროვსკშია გადაყვანილი. კიევში გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი შედგება. შემდეგ კი, ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)