|
2017-06-28 21:51:50, 1885 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ეროვნული არქივიდან სასტუმრო Holiday inn-მდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების დათვალიერების პარალელურად, თბილისის მერმა, შესაბამისი კომპანიების და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, პეკინის ქუჩაზე ტროტუარების გაფართოებისა და ველობილიკების მოწყობის გეგმა განიხილა და პასუხისმგებელ პირებს კონკრეტული დავალებები ადგილზე მისცა. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის განახლების და გზის საფარის აღდგენის შემდეგ იგეგმება ტროტუარების 70 სანტიმეტრით გაზრდა და ასევე, ველობილიკების მოწყობა. „სამუშაოები ტარდება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით. როგორც ჩვენი კონტრაქტორი, ასევე კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოების მონიტორინგს მე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში, შტაბში თუ ადგილზე მოსვლით ვახორციელებ იმ ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც საჭიროა სამუშაოების გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასასრულებლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გაცემული დავალებების დაწესებულ ვადაში შესრულების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ამასთან, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ვიდეომონიტორინგი 26 მაისის მოედანზე არსებული შტაბიდან 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული განახლების სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)