|
2017-06-28 12:35:05, 1925 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს 1-ელი ივლისიდან კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებს
1-ლი ივლისიდან კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. გარდა ამისა, როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს. „კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი, გარდა ამისა კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340. ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს! იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვა; 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)