16:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 12:05:45, 2061 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გამორიცხული არ არის.

ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სპეცსამსახურები ჟურნალისტის გატაცებაში არ მონაწილეობდნენ, ქართულმა მხარემ საქმე უნდა გამოიძიოს.

„საბოლოო ჯამში, თუკი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებული არ იქნება, ამას ვერ ავცდებით. კომისიის შექმნის წინააღმდეგი გუნდში არავინ არ არის, უბრალოდ, საუბარი იყო,  გამოძიებისთვის საშუალება მიგვეცა, რათა ეს საქმე მაქსიმალურად გამოეძიებიათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა, გამოსაძიებელია, ვინ მონაწილეობდა და ჩვენი სპეცსამსახურების გვერდის ავლით, ჩვენს ტერიტორიაზე ვინ მოქმედებდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics