|
2017-06-27 13:12:07, 1988 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში ახალი საბავშვო ბაღი სექტემბერში გაიხსნება
საბურთალოს რაიონის ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი სექტემბერში გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებული შენობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდივანავასთან ერთად დაათვალიერა. თბილისის მერის თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ვაშლიჯვარში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოაგვარებს და 350-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. ,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და ჩავიბარეთ. ძალიან მოწესრიგებული და თანამედროვე საბავშვო ბაღია, რომელიც მომზადდება და სექტემბერში ვაშლიჯვარში მივიღებთ პატარებს. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ამ უბანს პრობლემა, არ არსებობდა ახლოს არც ერთი საბავშვო ბაღი, ასე რომ, ძალიან ბევრ ოჯახს და ძალიან ბევრ პატარას გავახარებთ. ბაღი დაახლოებით 2 200 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, ადაპტირებულია, არის თანამედროვე, ენერგოეფექტური შენობა, ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტია,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. ვაშლიჯვარში, ამ ეტაპზე, ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 350-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს და 70 ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 2 192 000 ლარი დაიხარჯა. სექტემბერში თბილისში სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. თბილისის მერთან ერთად ვაშლიჯვარში მდებარე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ. (NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)