|
2017-06-26 17:33:44, 2380 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სენაკში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული ზ. შ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ერთ-ერთი ელექტროტექნიკის მაღაზია დააყაჩაღა. „ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო საპატრულო ეკიპაჟი. პატრულ-ინსპექტორებმა ირაკლი მარღანიამ და ვეფხვია სიჭინავამ მყისიერად მოახდინეს რეაგირება, განახორციელეს გაქცეული ზ.შ.-ს დევნა და იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და დანა ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 179-ე მუხლით).
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)