|
2017-06-26 16:41:03, 2259 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკის პროცესი კანონის დარღვევით წარიმართა
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ყოფილი ადვოკატი რევაზ ფუთკარაძე, რომელიც დეკანოზის ბარგის ამოღებას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ჩხრეკა კანონის დარღვევით წარიმართა. როგორც ფუთკარაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კონკრეტულ დარღვევებზე დაცვის მხარე სასამართლო პროცესებზე ისაუბრეს. ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლომ არ შეიძლება უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება გაიზიაროს. "ჩხრეკის პროცესს ვესწრებოდი. ის წარიმართა კანონის დარღვევით, კონკრეტულად რომელი მოთხოვნები იქნა დარღვეული ამას დაცვის მხარე სასამართლო განხილვის დროს დაამტკიცებს. 6 საათიდან 8 საათამდე შუალედში არ ვიცით ბარგი სად იმყოფებოდა. დღეს 21-ე საუკუნეში ძალიან ადვილია გახსნა ნებისმიერი ნივთი და სხვა ნივთი მის შიგნით ჩადო. ამიტომ უნდა ვაცადოთ სასამართლოს, განიხილება ეს საქმე. დაცვას შემუშავებული გვაქვს სპეციალური ტაქტიკა და დადგინდება რომ მამაო მართალია. უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება არ შეიძლება გაიზიაროს სასამართლომ. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს", - აღნიშნა ფუთკარაძემ. ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ „თავად გიორგი მამალაძემ ამოიღო ბარგიდან ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული“.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)