|
2017-06-26 16:28:05, 2455 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.1%-ით გაიზარდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 16.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით მეტი) 173.4 მილიონი ლარით, ანუ 1.1 პროცენტით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 49.7 მილიონი ლარით ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.0 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 123.6 მილიონი ლარით, ანუ 1.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.0 პროცენტით). „მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.42 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.2 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 86.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.4 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)