06:36 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 19:04:46, 948 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშილის ინფორმაციით, თანხა საქართველოში მეწარმეობის განვითარებასა და იმ ახალი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას მოხმარდება, რაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ამოქმედებას უკავშირდება. 

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ცნობით, ფინანსური დახმარება 2015-2017 წლისთვის იქნება გათვალისწინებული და იგი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება.

გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე რიგის სამიტზე იქნება მიღებული.

"დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 410 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ საქართველოსთვის გვაქვს გამოყოფილი, გონივრულად დაიხარჯება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დაუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ყველა მოთხოვნების დაკმაყოფილება არის მთავარი გამოწვევა, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს პერსპექტივას საქართველოს ეკონომიკისათვის. თუ თქვენ შეხედავთ შარშანდელ კვოტას, წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი გაიზარდა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ინვესტიცია კონკრეტულად უნდა ჩავდოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაში და იმ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც მე ვახსენე, სწორედ ამაზე დაიხარჯება", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხევდრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics