10:13 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 16:20:11, 3510 ნახვა

კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ღარიბი ქვეყანა ვართ და ამდენი ხარჯის ტყუილად გაწევის უფლება არ გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ათონელის რეზიდენციაზე სახელმწიფომ 26 მილიონი ლარი დახარჯა.

მისივე თქმით, ამ რაოდენობის თანხის დახარჯვა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ პრეზიდენტი აღნიშნულ რეზიდენციაში გადავა.

“ათონელის რეზიდენციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ამ რეზიდენციაში გადავა. ასეთ შემთხვევაში ეს ხარჯი გამართლებული იქნება. ეს რეზიდენცია აგებულია ერთი პერსონისთვის, თანამდებობის პირისთვის, უმაღლესი დელეგაციებისთვის. მე დღეს მთავრობის წევრების კომენტარები წავიკითხე, ამ შენობის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება მოხდა, რათა მას არავინ იყიდის. ეს 26 მილიონი ლარი ჩვენ შეიძლება უბრალოდ დავკარგოთ. ეს ყველას ფულია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ამდენი ხარჯის ტყუილად გაწევის უფლება არ გვაქვს. ძალიან ცუდია, თუ პრეზიდენტი გადასვლას არ აპირებს“,- აღნიშნა ძიძიგურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics