|
2017-06-24 12:10:55, 2267 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ზ. გ.-ს, ა. ტ.-ს და ი. ქ.-ს ბრალი წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი რაიონის თანამშრომლებმა დ.რ.-ზე ყაჩაღობის მიზნით განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს ბ. კ., რომლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირება დაევალათ ამავე განყოფილების თანამშრომლებს - ზ. გ.-ს, ი. ქ.-სა და ა. ტ.-ს. შსს ქ. თბილისის პოლიციიის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ყოფნისას, სადაც ასევე მდებარეობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, დასახელებული თანამშრომლები დაუდევრად მოეკიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რითაც ისარგებლა დაკავებულმა და ტერიტორიიდან მიიმალა. 2017 წლის 23 ივნისს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო და გადაყენებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)