|
2017-06-23 18:13:11, 2681 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი იორდანიული ავიაკომპანია იწყებს
25 ივნისიდან ამანი - ბათუმი - ამანის მიმართულებით იორდანიული ავიაკომპანია "Royal Wings" მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები 10 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და კვირას, Airbus A320 / Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 21 ივნისს მიანიჭა. "Royal Wings" მეორე იორდანიული ავიაკომპანიაა „Air Arabia Jordan"-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ამანი - თბილისი - ამანის რეგულარულ ავიარეისებს „Air Arabia Jordan" 28 აპრილიდან ასრულებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)