|
2017-06-23 13:11:44, 2282 ნახვა
კომენტარი
თორნიკე მამალაძე: ზეწოლა იყო ჩემზე, რომ მეუფე იაკობზე და შორენა თეთრუაშვილზე განცხადებები არ გამეკეთებინა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერის გამოთხოვას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, რაიმეზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მას ექპერტიზაზე გადააგზავნიან. ამასთან, როგორც თორნიკე მამალაძისთვისაა ცნობილი, შეხვედრის ვიდეოჩაწერა არ ხორციელდებოდა. „კამერით არ იღებდნენ როგორც ვიცი. როცა შევედი გამაფრთხილეს, რომ იწერებოდა ჩვენი საუბარი, იყო აუდიოჩაწერა თუ არ ვცდები“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ. ის ასევე გამოეხმაურა პატრიარქის შენიშვნას იმ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გიორგი მამალაძე პატრიარქთან მარტოც დარჩენილა. როგორც ცნობილია, უწმინდესმა აღნიშნული ფაქტი უარყო. თორნიკე მამალაძის განმარტებით, შეხვედრაზე მან პატრიარქს სურათები აჩვენა, სადაც მამა გიორგი მამალაძისა და პატრიარქის სასტუმრო ოთახში ყოფნა იყო აღბეჭდილი. მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ პატრიარქს აღარაფერი უთქვამს. „პატრიარქს შეახსენა მეუფე იაკობმა, რომ ეს უნდა ეთქვა ჩემთვის. დიახ, პატრიარქმა მომცა შენიშვნა და მითხრა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. მე დავანახე ტელეფონში სურათები ერთად რომ იყვნენ, სასტუმრო ოთახში ერთი-ერთზე შედიოდნენ. ამის შემდეგ პატრიარქს არაფერი უთქვამს. მეუფე იაკობის ინიციატივა იყო, რომ პატრიარქს ეს ეთქვა ჩემთვის. მას არ სურს ჩვენ სიმართლე ვილაპარაკოთ. თეთრუაშვილს და მას ეშინიათ, რომ საბოლოოდ მათი სახელები ამოტივტივდება არა განცხადებით, არამედ იმ დოკუმენტაციით, რომელსაც მამა გიორგი მამალაძე წარადგენს. ამიტომ, შეეცადა გავეჩერებინე. ზეწოლა იყო ჩემზე, რომ განცხადებები არ გამეკეთებინა მეუფე იაკობთან და თეთრუაშვილთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)