|
2017-06-23 12:25:20, 2177 ნახვა
სამართალი
პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე საერთო ჯამში 120 მოწმის დაკითხვა იგეგმება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული გიორგი მამალაძე ესწრება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგება. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მოესწრება მოწმეების დაკითხვას დღესვე დაიწყებენ. „120 მოწმეა საქმეში, როგორც კი შესაძლებლობა გვექნება მოწმეების დაკითხვას დავიწყბთ დღეს“,-აღნიშნა გუბელაძემ. მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება. პროკურორი არ აკონკრეტებს დაადგინა თუ არა გამოძიებამ ვისგან შეიძლება ბრალდებულმა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)