12:58 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 10:50:07, 2261 ნახვა

ეკონომიკა
23 ივნისს, „ვითიბი ბანკის“ თასზე, საცხენოსნო ტურნირი იწყება

23 -დან  25 ივნისის ჩათვლით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე გაიმართება   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. 

შეჯიბრში წარმოდგენილი  იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორი “ვითიბი ბანკია“, ორგანიზატორი კი,  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია. 

ტურნირის ორი ეტაპი 23 და 24 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი 25 ივნისს ჩატარდება.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან,  აზერბაიჯანიდან და ირანიდან. 

დასწრება თავისუფალია.

„ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება და ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება. წელს პირველად ტურნირი არა თბილისის იპოდრომზე არამედ კაჭრეთში იმართება. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.

 

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics