|
2019-03-04 18:50:39, 2195 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარიამ ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. ბოლნისის პოლიციის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო და თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობა 40 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა, ასევე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრი შენობის დათვალიერების შემდეგ ამავე სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა და სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. „დღეს ჩვენ აქ გავხსნით პოლიციის ახალი შენობა. ეს არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი. აქ იმსახურებს 40 პოლიციელი, რომლებიც მოემსახურებიან ამ დიდ რაიონს, დაახლოებით, 60 000 მოქალაქეს. აქ არის სრულად მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ წელს დაიწყება და დასრულდება პოლიციის ახალი შენობები გომში, მესტიაში, წალენჯიხაში, პანკისსა და ბაკურიანში. წელს აუცილებლად დავიწყებთ პოლიციის ახალი შენობის მშენებლობას ბათუმში და ეს იქნება აჭარის პოლიციის სავიზიტო ბარათი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ბინათმშენებლობის პროექტები თანამშრომლებისათვის.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)