18:48 - 07 Jul, 2026
|
2017-06-21 23:43:17, 1997 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა, - ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს“ მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. „25 წლამდე გოგონას ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო დახმარება რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე და დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, იგი უკონტაქტოა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, აქვს ქალა ტვინის მძიმე დაზიანება",- განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ბადრი პაქსაძემ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)