|
2017-06-20 13:32:19, 2307 ნახვა
სამართალი კომენტარი
გოგიჩაიშვილი: აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განცხადებას ძალიან მალე გააკეთებს
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განცხადებას ძალიან მალე გააკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეხვედრაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გარდა, ბევრი სხვა საკითხი განიხილეს. "მუხთარლი ერთი მიმართულება არ არის, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებები არსებობს და ფართოდ შევეხეთ ყველაფერს. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ზოგადად, მინისტრთან შეხვედრას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა მუხთარლის საკითხიც, საქმე, რაზეც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში, ბათუმის საკითხი და სხვა",- განაცხადა გოგიჩაშვილმა. მან ასევე პარლამენტში მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც გამოძიების მიმართ უკმარისობის განცდა ჩნდება. „საგამოძიებო კომისიის შექმნას რაც შეეხება, ეს იქმნება მაშინ, როდესაც უკმარისობის განცდა უჩნდება პარლამენტის წევრს, საზოგადოებას, გამოძიების საქმიანობასთან დაკავშირებით. რადგან გამოძიება არ არის ბოლომდე დამთავრებული, შესაბამისად ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება არ არის რელევანტური და ადეკვატური. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ვერ მივიღებთ პასუხს შსს-დან და პროკურატურიდან, თუკი გვექნება უკმარისობის განცდა გამოძიებასთან, ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)