|
2015-04-20 10:10:13, 723 ნახვა
საზოგადოება
სამსახურებრივი მოვალეობის დროს, ასევე ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის დახმარების შესახებ კანონპროექტი მთავრობას მზად აქვს
საქართველო მთავრობას "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში წარსადგენად მზად აქვს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.კანონპროექტით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს და ომში დაღუპულ დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს 1000 ლარიანი დახმარება დაენიშნებათ. "პირველი საკითხი შეეხება ჩვენს დაპირებას, დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის ყოველთვიური 1000 ლარიანი დახმარების საკითხს.ვახტანგი წარმოადგენს ამ კანონპროექტს.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯარისკაცებისთვის დავაწესეთ ყოველთვიური დახმარება, გასულ წელ იყო 500 ლარიანი დახმარება, წელს უკვე 1000 ლარიანი დახმარება ეძლევათ მათ ოჯახებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ უკვე ოფიციალურად შევიტანთ პარლამენტში, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და დავამტკიცოთ. იმისთვის, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს, ასევე ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს დაენიშნოთ ყოველთვიური 1000 ლარიანი დახმარება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)