15:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 16:48:06, 2539 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებს განიხილავენ

ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხის განხილვა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საკითხს ბრიტანეთის მინისტრი ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში დევიდ დევისი და მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირიდან მიშელ ბარნიე განიხილავენ.

როგორც BBC იუწყება, მოლაპარაკებების პირველ დღეს მონაწილეები ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავენ. კერძოდ კი, შეთანხმდებიან სამომავლო შეხვედრებზე, განიხილავენ "ბრექსითის" გეგმებს.

"ჩვენ ვიწყებთ ამ მოლაპარაკებებს პოზიტიური და კონსტრუქციული განწყობით, იმისათვის რომ სამომავლოდ შევქმნათ ძლიერი და განსაკუთრებული პარტნიორობა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის", - განაცხადა დევისმა.

2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი, Brexit-ის მომხრე კანდიდატმა ტერეზა მეიმ დაიკავა. მიმდინარე წლის 29 მარტს, ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. ამ პროცესმა ვადამდელი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics