|
2017-06-17 17:26:41, 2200 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უცვლელი პრიორიტეტია. ამასთან, მინისტრმა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა პატიმართა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებსა და ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრს ესტუმრა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებაში ვიზიტი იყო, რადგან პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების გახსნასაც ითვალისწინებს. მსჯავრდებულებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების და ოჯახთან სტუმრობის, დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სამსახურის მოძიების შესაძლებლობა ექნებათ”, - განაცხადა მინისტრმა. ვისკონისნის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეხვედრების დასრულებისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის რამდენიმეწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაში გადაიზარდა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)