|
2017-06-15 14:39:09, 2077 ნახვა
სამართალი
სუბარი რეპერების საქმეზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საჭიროებას ვერ ხედავს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რეპერების გამოკითხვის საფუძველზე, პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. როგორც სუბარმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, ის გამოძიების დასრულებამდე პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საჭიროებას ვერ ხედავს: „პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს ორი სხვადასხვა მიმართულებით- ერთი მიმართულება არის, ჰქონდათ თუ არა ამ ბიჭებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და მეორე, ჰქონდა თუ არა მათ მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი. ორივე მიმართულებით მიდის ძიება და სანამ გამოძიება დამთავრდება, ორივე მიმართულებით არსებობს ლეგიტიმური ეჭვები. ვერ გამოვრიცხავთ ვერცერთს იმიტომ, რომ მსგავსი გამორიცხვა იქნებოდა წინასწარი შეფასება და პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერებას, რადგანაც ამ გამოძიებას ატარებს პროკურატურა, შეუძლებელია რომელიმე რიგითმა პოლიციელმა პროკურატურაზე მოახდინოს რამე გავლენა. უფლებამოსილების შეჩერებას აზრი აქვს მაშინ, როცა მსგავსი საფრთხე არსებობს. ასე რომ, თუ ამის საჭიროება დადგება, გამოძიება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და პოლიტიკური ინსინუაციები ამ თემაზე საჭირო არ არის”,-აღნიშნა სუბარმა. შეგახსენებთ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრების გამოკითხვის საფუძველზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369' მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)