00:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 12:34:54, 4133 ნახვა

საზოგადოება კულტურა სხვადასხვა
ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ იტალიაში წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

ფილმმა "მანდარინები" იტალიაში პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. San Fedele-ს პრემია წელს ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ მოიპოვა.

ცნობისთვის, იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს 1956 წლიდან ირჩევს და პრემიას ანიჭებს.

გამოკითხვაში მონაწილეობას კინოკრიტიკოსები, კულტურული სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მაყურებლები იღებენ. 

გამარჯვებული წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი კონკრეტული ფილმი ხდება. 

San Fedele-ს პრემია ისეთ კინემატოგრაფისტებს აქვთ მიღებული როგორებიც არიან: ფედერიკო ფელინი, ფრანჩესკო როსი, ინგმარ ბერგმანი, მილოშ ფორმანი, აკირა კუროსავა, რობერტო ბენინი, პედრო ალმადოვარი, სტივენ სპილბერგი და სხვა.

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მილანშია მიწვეული, სადაც, როგორც საპატიო სტუმარს და პრემიის ლაურეატს, San Fedele-ს კინოთეატრში ცნობილი იტალიელი სკულპტორის Mimmo Paladino-ს მიერ შექმნილ სკულპტურას გადასცემენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics