|
2017-06-13 14:22:14, 1776 ნახვა
ეკონომიკა
ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში
9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენცია გამართა თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“. MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იყო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა და განვითარება დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვა აქტუალური საკითხები. ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრეს შემდეგმა სპიკერებმა:
ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი. “9 ივნისს პაშა ბანკმა MEETING ROOM-ის მესამე ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილეს ჯანდაცვის სექტორი საქართველოში. შეხვედრა ამჯერადაც საკმაოდ ინფორმატიული იყო და ჩართულობით გამოირჩეოდა. მოხარული ვართ, რომ სტუმრებისგან, ისევე, როგორც გამომსვლელებისგან, დადებითი შეფასებები მივიღეთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს კიდევ ერთ კონფერენციას ვგეგმავთ. ვთვლით, რომ ეს შეხვედრები ქმნის კომფორტულ სივრცეს, სადაც კონკრეტული სექტორების წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ღია დისკუსიის გამართვა და გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. MEETING ROOM-ის შესახებ: MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გასაზიარებლად. MEETING ROOM-ის ორი შეხვედრა გაიმართა გასული წლის ივნისში და დეკემბერში თემებით - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ და „განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე“.
(R)
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)