|
2017-06-12 16:34:53, 2482 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის მფლობელებს სეტყვისგან მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებს
თიბისი დაზღვევაში დაზღვეული ავტომობილების მფლობელებს 10 ივნისს, თბილისში მომხდარი ძლიერი სეტყვის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების შესახებ განაცხადი თიბისი ავტოდაზღვევის 250-მა მფლობელმა უკვე დაფიქსირა. თიბისი დაზღვევა მათ ჯამურად დაახლოებით 250 000 ლარის ოდენობის ზარალს ანაზღაურებს. მათ ვინც, თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევის პოლისით სარგებლობს და სეტყვის შედეგად დაზიანებული მანქანის შესახებ თიბისი დაზღვევისთვის ჯერ არ მიუმართავს, შესაძლებლობა აქვს კომპანიის ცხელ ხაზზე (2 42 22 22) დარეკოს და განაცხადი დააფიქსიროს. ზარალის დარეგულირება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში მოხდება. მომხმარებლის სურვილისამებრ, შესაძლებელია როგორც ფულადი თანხის ანაზღაურება, ისე პარტნიორ ავტო-სერვისცენტრებში დაზიანებული ავტომობილების შეკეთება. თიბისი დაზღვევა, რომელიც ბაზარზე 2017 წლის იანვრიდან ოპერირებს, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად მომხმარებლებს ავტოდაზღვევის სერვისსაც სთავაზობს. ავტოდაზღვევის პოლისი სტიქიური მოვლენების, მათ შორის სეტყვის შედეგად ავტომობილებისთვის მიყენებულ ზარალს სრულად ანაზღაურებს. თიბისი დაზღვევის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის ფილიალებში.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)