|
2017-06-12 14:02:18, 1989 ნახვა
სამართალი
იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში 52-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სკოლის მოსწავლეებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩატარდა. ცენტრის ინფორმაციით, მასში თბილისის 10 სკოლის 140-მდე მოსწავლე ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, თავდაპირველად, მონაწილეებს იმიტირებული პროცესის სპეციფიკის, სისხლის სამართლისა და განსახილველი საქმის შესახებ შესაბამისი ტრენინგებიც ჩაუტარდათ. საინფორმაციო შინაარსის ტრენინგების შემდეგ, მონაწილეები გადანაწილდნენ შესაბამისი როლების მიხედვით და გადაეცათ იმიტირებულ პროცესზე განსახილველი საქმე. პროცესზე ,,დაცვის მხარეს“ და ,,ბრალდების მხარეს“ სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ, „ნაფიცმსაჯულების" როლი კი სტუდენტებმა მოირგეს. იმიტირებულ პროცესზე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრული საქმე განიხილეს. ფინალურ ეტაპზე ნაფიცმსაჯულებმა, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ჟიურიმ, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, სკოლებს შორის შეჯიბრში საუკეთესო გუნდი და მონაწილეები გამოავლინა. პირველი ადგილი ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის 52-ე საჯარო სკოლას ერგო. გამარჯვებულ გუნდს, ასევე, ,,საუკეთესო პროკურორებსა“ და ,,საუკეთესო ადვოკატებს“ სიგელები, სამართლის თემაზე შექმნილი სახელმძღვანელოები და წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ვაუჩერები, გამომცემლობიდან - „წიგნები ბათუმში“ გადაეცათ; იმიტირებული სასამართლო პროცესის ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა. პროექტის მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, მართლმსაჯულების, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)