|
2017-06-12 13:57:49, 1829 ნახვა
საზოგადოება
ახალგორში ომის შემდეგ მიტოვებული სახლები შესაძლოა, ჩამორთმევას დაექვემდებაროს
სპეციალური კომისია, ახალგორში იმ კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს, სადაც მფლობელები 5 წელზე მეტია არ ცხოვრობენ და მიტოვებულია. აღნიშნული კომისია ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალებით იქმნება. საუბარია იმ სახლებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებში განთავსებული. „გაუგზავნეთ ასეთი საკუთრების მფლობელებს შეტყობინება. ყველას, არა აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობენ ახლა თბილისში, გორში, ცხინვალში თუ ვლადიკავკაზში. თუ ამ შეტყობინებაზე პასუხი არ მიიღეთ, სასამართლოს გზით მიიღეთ გადაწყვეტილებები. სარჩელს დაწერს ახალგორის ადმინისტრაცია. ეს სახლები უნდა დაუბრუნეს სახელმწიფოს და შემდეგ დაურიგეთ იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლობით, როდის დაგიბრუნდებიან. მარტივად გადასაწყვეტი საკითხია - საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი", - განმარტა ბიბილოვმა. დეფაქტო პრეზიდენტის კიდევ ერთი დავალება მოსახლეობის სავალდებულო ე.წ. პასპორტიზაციას ეხება. ბიბილოვის თქმით, ადამიანები, რომლებიც რეგიონში მუდმივად ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან ასეთი სახის ე.წ. დოკუმენტი იქონიონ. შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტის აღება შეუძლია ყველა იმ მსურველს, ვინც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს განაცხადებს და წერილობით განაცხადს ამის შესახებ რეგიონის ე.წ. „კაგებეში“ წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)