|
2017-06-10 14:31:52, 2384 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
Birja Mafia-ს წევრის ადვოკატი: თუ პოლიციელების გაშარჟება დასჯადია, 2 PAC-ი ამერიკაში მინიმუმ 2-ჯერ უნდა დაეხვრიტათ
ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატებმა განაცხადა, რეალურად დანაშაული არ არსებობს და მათი კლიენტი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც მგალობლიშვილმა პოლიციელები გააშარჟა. ადვოკატების განმარტებით, მანამდე მგალობლიშვილზე ზეწოლა ხდებოდა, რომ აღნიშნული ვიდეოკლიპი სოციალურ ქსელში არ გავრცელებულიყო. „თუ კი პოლიციელების გაშარჟება დასჯადია, რეპერი 2 PAC ამერიკაში მინიმუმ ორჯერ უნდა დაეხვრიტათ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ. ამასთან, კიდევ ერთი ადვოკატის ქართლოს ვაშაკიძის თქმით, საქმეში წინასწარი პატიმრობის საფუძვლები არ არსებობს. უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუფთა წარსული აქვს და შესაბამისად, მისი პატიმრობა გაუმართლებელია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)