|
2017-06-09 20:59:41, 1825 ნახვა
საზოგადოება
ტურისტული სეზონი აჭარაში დღეს გაიხსნა
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად დღეს გაიხსნა. სეზონის გახსნის ღონისძიება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საზაფხულო აქტივობების პოპულარიზაციას. „ზაფხული იწყება აქ" - ამ სლოგანით და მოწოდებით აჭარა რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს სიახლეებს და სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება. სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. იახტ-კლუბის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. საზაფხულო დეკორაციებით მოწყობილ პლაჟზე, სტუმრების განწყობის ასამაღლებლად, ელექტორნული მუსიკის შემსრულებლები ზრუნავდნენ. სეზონის გახსნაზე გაიმართა ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, მოეწყო ფრანების შოუ, წარმოდგენილი იყო ბაიკერების კლუბიც. მთელი დღის მანძილზე კლუბი „მანდარინის" მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო შეზლონგები და ქოლგების აქცია მიმდინარეობდა. უფასო აქცია ვრცელდებოდა ასევე წყლის გასართობ საშუალებებზე. სეზონის გახსნის ღონისძიება განსაკუთრებით ლამაზი საღამოს საათებში გახდა, როცა პლაჟზე დაინთო კოცონი და იახტ-კლუბის ტერიტორია განათდა ჩირაღდნებით, ზღვის მხრიდან შემოსული იახტებითა და ახალი, ტურისტული გემით „Ajara Boat". წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ახალი, 400 ადამიანზე გათვლილი სასეირნო გემი სარესტორნო და გასართობი სივრცეებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში მოემსახურება ტურისტებს. ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. (NS)
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)