|
2017-06-09 15:19:24, 2235 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია თბილისში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან სასტუმრო The Grove Design Hotel-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. მინისტრმა ახალი სასტუმრო დაათვალიერა და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თანამედროვე, მოდერნული დიზაინის მქონე ახალი სასტუმრო ტურისტული სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტი იქნება. „ძალიან ორიგინალური სასტუმროა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თბილისს დაამშვენებს და იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტი. ჩვენთვის ტურიზმის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო კონცენტრირებულად, სერიოზულ რესურსს ხარჯავს ამისთვის, სხვადასხვა პროგრამებით ვასუბსიდირებთ ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის განვითარებას, ვნერგავთ ახალ ტერმინებს, როგორიც არის, მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმის სექტორში და დარწმუნებული ვარ, ისეთი ობიექტები, როგორი ეს სასტუმროა, ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. The Grove Design Hotel-ს საერთაშორისო მენეჯმენტკომპანია „SolutionsHI” მართავს. სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ცხრასართულიანი სასტუმრო 39 ნომრისგან შედგება. მას აქვს მოდერნისტული გარემო, ინტერიერი ობიექტების გარეშე, სადაც ავეჯი და ობიექტები კედლებშია დამონტაჟებული. სასტუმროს მეხუთე სართულზე განთავსებულია ტერასა ხედებით თბილისზე, ასევე სრული აღჭურვილობის საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)