03:35 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 15:03:27, 2249 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნის შინაარსი სრულად მისაღებია.

მისივე თქმით, ზოგ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებულ გაურკვევლობას აქვს ადგილი, რაც დაზუსტდება.

„დასკვნის შინაარსი ჩვენთვის სრულად მისაღებია. დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები და თითოეული შენიშვნა ჩვენთვის მისაღებია. არაერთხელ განვაცხადეთ, ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, რომ თითოეული შენიშვნა იქნებოდა სრულად გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ეს პირობა, ბუნებრივია, რჩება ძალაში. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გვჭირდება შენიშვნების დაკონკრეტება. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებით გაურკვევლობას აქვს ადგილი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ამ დაზუსტების შესაბამისად, ბუნებრივია, გვექნება წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა და ეს საბოლოო დასკვნა იქნება სრულად ასახული წარმოდგენილ პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალაში რჩება პირობა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე, პირველი მოსმენით არ განიხილავენ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მოწვეული. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება თვის ბოლომდე იგეგმება.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე არ განვიხილავდით და ეს პირობა ძალაში რჩება. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მორიგ სასესიო სხდომებზე არ განვიხილოთ დოკუმენტი, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ მოწვეული იქნება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილავთ დოკუმენტს და შემდეგ უკვე გადავალთ მეორე მოსმენაზე. თვის ბოლომდე არის დაგეგმილი შესაბამისი დოკუმენტის მიღება. ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები სრულად ავსახოთ იმ დოკუმენტში, რომელიც არის წარმოდგენილი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics